Tuesday, November 10, 2015

მეექვსე მოდული

მეექვსე მოდულმა მომცა ცოდნა იმის შესახებ როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელ შემსწავლელებად ჩამოყალიბებაში. გავითვალისწინო და დავეხმარო განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეებს ე.ს.გ. გათვალისწინებული ცოდინს ათვისებაში.

მეხუთე მოდული

1.      ამ მოდულმა საშუალება მომცა მოსწავლეთა ნაშრომები სორად შევაფასო. დავადგინო მათი აქტიურობა, დავალებები მივცე მიღწევადი და ადვილად გასაზომი. 

მეოთხე მოდული

1.      მე-4 მოდულმა მომცა ცოდნა იმის შესახებ  როგორ დავეხმარო მოსწავლეს ნამუშევრის შექმნაში. როგორ ჩავრთო კომპიუტერული ტექნოლოგიები  სასწავლო პროცესში რათა მივაღწიო დასახულ მიზნებს. მოსწავლეებს განვუვითარო ინფორმაციიდან ძირითადის არჩევის დახარისხების უნარი. შევაქმნეინო ეფექტური პრეზენტაცია.

მესამე მოდული

მესამე მოდულმა მომაწოდა ინფორმაცია თუ როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში ინტერნეტი. საძიებო სისტემაში როგორ მოვიპოვო ინფორმაცია ისე, რომ არ დავარღვიო საავტორო უფლებები. და არა მხოლოდ საძიებო სისიტემა სასწავლო კავშირების დასამყარებლად როგორ გამოვიყენო  სწრაფი შეტყობინების სისტემები.

მეორე მოდული

  ამ მოდულის გავლა მე დამეხმარა დამესვა საკვანძო შეკითხვები ჩემი პროექტისათვის. შეკითხვების საშუალებით დამედგინა ბავშვების საჭიროებები და ინტერესები.  მომეხდინა საგანთა ინტეგრირება. 

პირველი მოდული

პირველი მოდულის გავლის შემდეგ მე გავიგე თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება სასწავლო პროცესში. როგორ უნდა დაუკავშირდეს სასწავლო თემები რეალურ ცხოვრებას. რამდენად მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასება. როგორ უნდა განვავითაროთ მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.